სენაკის მერიამ ქართული ღვინისა და კუთხეების ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პარტნიორობით, „წისქვილი ჯგუფის“ და „მეიდან ჯგუფის“ ორგანიზებით, ძველ თბილისში, „ქართული ღვინისა და კუთხეების ფესტივალი“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ანსამბლმა ,,კოლხური ტრიომ”, მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,გოგალაიმ” მიიღეს. ინფორმაციას სენაკის მერია ავრცელებს:
„გამოიფინა ხალხური რეწვის ადგილობრივი ოსტატების ნამუშევრები, მსოფლიოში აღიარებული სენაკელი მხატვრის, რეზო ადამიას ნახატები, ადგილობრივი მეწარმის, ვენერა ლიპარტიას მიერ მომზადებული ყველის ნაირსახეობა.
ფესტივალს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
ფესტივალს სენაკის მუნიციპალიტეტი მეორედ შეუერთდა“ – აცხადებენ სენაკის მერიაში.



მსგავსი სიახლეები

მალხაზ თორიამ ,,CPMR“-ის ბალკანეთისა და შავი ზღვის კომისიის და ტრანსპორტის სამუშაო ჯგუფის ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

ფოთის,ხობის და სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა და ფოთის მერმა პედაგოგებს და მოსწავლეებს სკოლის დაწყება მიულოცეს


