წალენჯიხის მერი საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს

წალენჯიხის მერი გიორგი ხარჩილავა საგვარეულო სასაფლაოზე, დღეს დაკრძალეს. დილიდან, გია ხარჩილავას პატივი მიაგეს, პოლიტიკოსებმა სხვადასხვა პარტიების ლიდერებმა და რიგითმა მოქალაქეებმა.
მოგვიანებით, გიორგი ხარჩილავას ცხედარი საცხოვრებელი სახლიდან წალენჯიხის მერიის შენობასთან გადაასვენეს, სადაც აჟღერდა საქართველოს ჰიმნი. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს მისმა თანამებრძოლებმა.
გიორგი ხარჩილავა 54 წლის ასაკში ჯანმრთელობის გაუარესების გამო გარდაიცვალა. ის წალენჯიხის მერის თანამდებობაზე 2021 წლიდან იყო. პოლიტიკაში 1995 წლიდან საქმიანობდა. ადრეულ წლებში იყო წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეც.





