საჯიჯაოში უჩაღალუს კალაპოტის გაფართოება მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან ღელე უჩაღალუს კალაპოტი იწმინდება.
პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 292777 ლარია, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის შესაბამისად ღელეზე სამ ადგილას მოეწყობა ხიდი და გაიწმინდება 1735 მეტრიანი მონაკვეთი.
სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „აფო“ აწარმოებს.
პროექტის განხორციელების შედეგად ღელეს გამტარუნარიანობა გაუმჯობესდება, ხოლო საკარმიდამო მიწის ნაკვეთების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დატბორვის რისკი მნიშვნელოვნად შემცირდება.




