ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხს დეპუტატთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხს დეპუტატთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ისევ განახლდა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებს შორის პირველი იყო საკრებულოს თავმჯდომარისა და ასევე მოადგილეების გადაყენების საკითხები.
გახარიას პარტიის წევრის გიგა ფარულავას იმპიჩმენტი დღის წესრიგში ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” დააყენა, თუმცა კენჭისყრაში მხოლოდ 20-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა, რაც არ იყო საკმარისი ფარულავას გადაყენებისთვის. საკრებულოს კანონმდებლობით საჭირო იყო 23 ხმა.
იგივე სცენარი განმეორდა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების და კომისიების თავმჯდომარეები თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვისას და კენჭისყრამ უშედეგოდ ჩაიარა. სხდომის მიმდინარეობისას პარტიებს შორის ისმოდა, მცირე სიტყვიერი დაპირისპირება და უერთიერთბრალდებები.
ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ მმართველმა გუნდმა, საკრებულოს თავმჯდომარისა და მოადგილეების თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი დააინიცირა და არგუმენტად გაიმარტა, რომ ოპოზიციური ფრაქციები მხოლოდ თანამდებობებს ინაწილებდნენ, რის გამოც მნიშვნელოვანი პროექტების დამტკიცება შეფერხდა და საკრებულოს პარალიზებულ რეჟიმში მუშაობდა. მაშინ ოცნების ადგილობრივი წარმოამდგენლები იმედოვნებდნენ, რომ ოპოზიციის ნაწილი გონს მოეგებოდა და ზუგდიდისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებას მიირებდა.
ამ მონაცემებით, ზუგდიდის საკრებულოში უმრავლესობაში ოპოზიციაა. „ ქართულ ოცნებას“ 20 დეპუტატი ჰყავს, “ახალს” 14, ენმ-ს 8, ხოლო “საქართველოსთვის” 3 დეპუტატი.
ცნობისთვის, საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიის წარმომადგენელია, ამავე პარტიის წევრია, მისი პირველი მოადგილეც, სხვა წამყვან თანამდებობებს კი “ახალის” წევრები ინაწილებენ.
დღევანდელ საკრებულოს სხდომას, ესწრებოდნენ ფრაქცია “ახალი”, “ქართული ოცნება”, პარტია “საქართველოსთვის”, ხოლო რაც შეეხება ენმ-ს. პარტიის არც ერთი წევრი სხდომაზე არ იმყოფებოდა, როგორც ცნობილია ისინი საკრებულოს ბოიკოტს უცხადებენ. ენმ-ს წევრებმა ბოიკოტი საკრებულოს მას შემდეგ გამოუცხადეს, რაც პარტიის ყოფილმა 14-მა წევრმა პარტია დატოვა, ნიკა მელიას გუნდში გადავიდა და „ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაშალა და ახალი ფრაქცია „ახალი“ ჩამოაყალიბა.
მსგავსი სიახლეები

„ოცნებამ“ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი დააინიცირა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის საკრებულოში აქამდე არ არსებული შტატი შექმნა – ნაცაქტივის დასაქმებას მხარი გახარიას პარტიამაც დაუჭირა


