stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ამბები სამეგრელოდანმთავარი ამბებიპოლიტიკა

Პოლიტიკური კრიზისი ზუგდიდის ოპოზიციურ საკრებულოში – რის გამო დაიწყო საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტი

11.04.2024 / 11 აპრილი 2024
Პოლიტიკური კრიზისი ზუგდიდის ოპოზიციურ საკრებულოში – რის გამო დაიწყო საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტი

ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება” საკრებულოს 9 თანამდებობის პირის, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს ითხოვს. პარტიამ საკითხის ინიცირება უკვე მოახდინა. იმპიჩმენტი რეგლამენტით გათვალისწინებულ საკრებულოს მორიგ სხდომაზე გავა. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ გახარიას და ნაცმოძრაობის კოალიციამ, საკრებულო – მუნიციპალიტეტზე მზრუნველი სახელმწიფო ინსტიტუციის ნაცვლად გადაიქცა ოპოზიციური კლანების დასაქმების ადგილად. მათივე განმარტებით, საკრებულომ დაკარგა ფუნქცია და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რადიკალური ოპოზიციის ახლოს მიკარებაც კი არ შეიძლება მმართველობასთან.

„2021 წელს დაკომპლექტებული საკრებულოს მოცემულობა დღეს არის ის, რომ საკრებულოს თანამდებობებს იკავებენ ოპოზიციონერი დეპუტატები. Ჩვენ ვხედავთ, ყველა ვადევნებთ ალბათ თვალ-ყურს 2021 წლიდან პოლიტიკურ პროცესებს საკრებულო ფაქტობრივად გადაიქცა, ოპოზიციური პარტიების დასაქმების ბიუროდ. ყველანაირი პოლიტიკური პროცესი გაჩერებულია და ჩამკვდარია საკრებულოში. დღევანდელი მოცემულობით, საკრებულოს ოპოზიციური ფლანგი გახდა დამოკიდებული “ქართული ოცნების” ფრაქციაზე, კვორუმს ვერ ქმნიან იმ დონემდე გადაემტერნენ ერთმანეთს. ორი ფრაქცია დაიყო სამ ნაწილად და დამოკიდებული გახდა ფრაქცია „ქართულ ოცნებაზე”. ამ მოცემულობიდან გამომდინარე “ქართული ოცნება” უმრავლესობით არის წარმოდგენილი საკრებულოში. “ქართული ოცნების” მხარდაჭერის გარეშე კვორუმსაც ვერ ქმნიან და ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, დაპირისპირება “ნაციონალურ მოძრაობასა” და ფრაქცია “ახალს“ შორის გამოიწვევს კიდევ უფრო პარალიზებას საკრებულოს საქმიანობის, ამიტომ ჩვენ წამოვიწყეთ იმპიჩმენტის პროცედურები”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდიმარის მოადგილემ ოთარ ქადარიამ.

“ქართული ოცნება” Ზუგდიდის საკრებულოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს მხოლოდ იმპიჩმენტში ხედავს და აცხადებს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ზუგდიდის საკრებულო თავიანთი პარტაქტივის დასაქმების ბიუროდ აქციეს. Მიმდინარე პოლიტიკური პროცესები კი მნიშვნელოვნად აზარალებს მოსახლეობის ინტერესებს.

“Სამწუხაროდ ზუგდიდის საკრებულოში, რომელსაც მართავს გახარიასა და” ნაციონალური მოძრაობის” პარტიები, ვერ ართმებენ თავს დაკისრებულ Მოვალეობებს. ნაცვლად იმისა რომ იზრუნონ მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტაზე საკრებულო აქციეს მათი პარტიული აქტივის დასაქმების ადგილად. Ზუგდიდის მერიისა და ფრაქცია “ქართული ოცნების” ძალიან დიდი შრომის შედეგად არ მოხდა საკრებულოს პარალიზება. აქედან გამომდიბარე, მივიღეთ გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებაზე. ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი. ეს არის იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხებზე მოხდეს აქცენტი და კონცენტრირება, “- აღნიშნა მედიასთან საუბრისას ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრმა გიორგი კორტავამ.

“ქართული ოცნების” განცხადებას კონტრბრალდებებით პასუხობენ ოპოზიციური პარტიები. გახარიასა და ფრაქცია “ახალი”-ს წევრები ერთხმად აცხადებენ, რომ “ქართული ოცნება” თაღლითურად გაურიგდა “ნაციონალურ მოძრაობა”-ს და მათი დახმარებით ცდილობს პოლიტიკური თანამდებობების ხელში ჩაგდებას.

“ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები არ ესწრებიან საკრებულოს სხდომებს და პირდაპირ ბოიკოტს უცხადებენ საკრებულოს. გაუგებარია მათი ეს დამოკიდებულება. ალბათ კარგი იქნება უშუალოდ მათ ფრაქცია ქართული ოცნებისა” და „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს კითხოთ იქნებ აქვთ მათ დასაბუთება და არგუმენტები ამ ბოიკოტირების. Რა თქმა უნდა ყველამ ვნახეთ ის განცხადებები, რაც პოლიტიკური პირების გადაყენებას შეეხებიდა. გუშინაც ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის ერთ-ერთი პოლიტიკური თაღლითური გარიგების ნიშანი, რომლის შედეგებსაც საბოლოოდ ვნახავთ ყველა. როგორ მიაღწევს “ქართული ოცნება” და “ენმ” ამ შეთანხმების წამოწყებულ პროცესს,”- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ გიგა ფარულავამ, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარე სწორედ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა მხარდაჭერით გახდა.

ფრაქცია “ახალმა” მმართველი გუნდის განცხადებას ბრიფინგით უპასუხა, თუმცა მათ უფრო მეტი ბრალდებები და კითხვებიც თავიანთ ყოფილ თანაპარტიელებთან ქონდათ. კითხვებზე პასუხი კი უშუალოდ, “ენმ”-ს თავმჯდომარისგან ლევან ხაბეიშვილისგან მოითხოვეს.

„ქართულ ოცნებას” ზუგდიდის საკრებულოში შემოაქვს განცხადება, რომ მათ სურთ გადააყენონ ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული თანამდებობის პირები და დაიკავონ ეს თანამდებობები. Მათ, რომ არ ქონდეთ ეს მხარდაჭერა “ნაციონალური მოძრაობის” ამას ისინი, ვერ გაბედავდნენ და ვერ შემოიტანდნენ, რადგან მათ არ აქვთ საკმარისი ხმები იმისთვის, რომ განახორციელონ ეს თაღლითური სქემა. Მივმართავ, ლევან ხაბეიშვილს, რომელმაც გუშინ ბრძანა, რომ ზუგდიდში ყოველთვის იმარჯვებდა “ნაციონალური მოძრაობა”. ბატონო ლევან! არ ვიცი რამდენად კარგად იცნობ ისტორიას, მაგრამ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ორას ოცი წლის განმავლობაში, სამეგრელო ყოველთვის იდგა ბრძოლის წინა ხაზზე და მას ყოველთვის ერქვა სხვადასხვა სახელი. დღეს “ნაციონალური მოძრაობა” ღიად თანამშრომლობს “ქართულ ოცნებასთან”. Მინდა თქვენგან გავიგო პასუხი იმ ადამიანების შესახებ, იმ რვა ჩვენი კოლეგის შესახებ, რა პასუხს აძლევთ თქვენს ამომრჩევლებს? Რას ეუბნებით? “ქართულ ოცნებასთან” როგორ აპირებთ თანამშრომლობას?, ” – განაცხადა ბრიფინგზე ფრაქციის თავმჯდომარემ მაია კალანდიამ.

კითხვაზე ხომ არ ქონია „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური კონსულტაციები ოპოზიციასთან? ოცნენის ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი გოგოხია პასუხობს:

„გვაქვს თუ არა წინასწარ შეთანხმებული ეს საკითხი ოპოზიციის წევრებთან? ამ ეტაპზე  ქართულ ოცნებას  თავმჯდომარის გადასაყენებლად ხმები არ ჰყოფნის, თუმცა ამ კითხვაზე პასუხი მარტივია – ამ საკრებულოს ოპოზიციური კოალიციაში – ვისაც ზუგდიდი უყვარს და ამ ქალაქს პატივს სცემს, პარტიული კუთვნილების მიუხედავად ყველამ უნდა დაუჭიროს მხარი თავმჯდომარის ჩამოშორებას, რომელმაც პოლიტიკური პროცესი ქალაქში სრულად გააჩერა და საკრებულო დასაქმების ბიუროდ გადააქცია. დანარჩენს უკვე კენჭისყრაზე ყველა ერთად ვნახავთ” – განაცხადა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი გოგოხიამ მედიასთან საუბარში.

“ნაციონალური მოძრაობა” კი დუმს. Პარტიის არც ერთი წევრი დღევანდელ Საკრებულოს Სხდომას არ დასწრებია. Პარტია საჯარო კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს და ამ დრომდე, უცნობია მათი Პოზიცია ზუგდიდის საკრებულოში შექმნილ კრიზისზე.

Მორიგი Საკრებულოს სხდომა კი 3 მაისს არის ჩანიშული. Სწორედ, ამ სხდომაზე გადაწყდება საკრებულოს თავმჯდომარისა და სხვა თანამდებობის პირების ბედი, Რადგან როგორც ცნობილია, “ქართული ოცნების” განცხადება თავმჯდომარის იმპიჩმენტის თაობაზე სწორედ, ამ სხდომაზე უნდა განიხილონ.

ცნობისთვის, ზუგდიდის საკრებულოში უმრავლესობა არც ერთ პარტიას არ გააჩნია. 45 მანდატიდან, 20 მანდატი “ქართულ ოცნებას” აქვს, 14 მანდატი ფრაქცია “ახალს”, 8 “ნაციონალურ მოძრაობას”, ხოლო გახარიას პარტია 3 მანდატით არის წარმოდგენილი.გადაწყვეტილების მისაღებად კი 23 ხმაა საჭირო.

ამავე თემაზე:

News image 1
News image 2
News image 3
News image 4
წინა პოსტი

Ზუგდიდში, ზებრაზე ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

შემდეგი პოსტი

ფოთში ტრაილერის მძღოლები უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მიერ დარეგისტრირებული სატრანსპორტო ლოჯისტიკური კომპანიების გაუქმებას ითხოვენ

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდის საკრებულოს შემდეგ „ქართული ოცნება“ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს იწყებს

ზუგდიდის საკრებულოს შემდეგ „ქართული ოცნება“ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს იწყებს

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საზოგადოებას ბოდიშს უხდის

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საზოგადოებას ბოდიშს უხდის

„ოცნებამ“ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი დააინიცირა

„ოცნებამ“ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი დააინიცირა