STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები ვიდეო ამბები მთავარი ამბები პოლიტიკა

„ოცნებამ“ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი დააინიცირა

ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება“ საკრებულოს 9 თანამდებობის პირის, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს ითხოვს. პარტიამ საკითხის ინიცირება უკვე მოახდინა. იმპიჩმენტი რეგლამენტით გათვალისწინებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე გავა. 

ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ გახარიას და ნაცმოძრაობის კოალიციამ, საკრებულო – მუნიციპალიტეტზე მზრუნველი სახელმწიფო ინსტიტუციის ნაცვლად გადაიქცა ოპოზიციური კლანების დასაქმების ადგილად. 

თემაზე კომენტარები დღეს ქართულ ოცნებაში გაკეთდა. საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ  ირაკლი გოგოხიამ, მისმა მოადგილემ ოთარ ქადარიამ და ფრაქციის წევრმა გიორგი კორტავამ საკრებულოშია რსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრეს.

„სამწუხაროდ, ქალაქ ზუგდიდის საკრებულო, რომელსაც მართავს გახარიას და ნაცმოძრაობის კოალიცია, მუნიციპალიტეტზე მზრუნველი სახელმწიფო ინსტიტუციის ნაცვლად გადაიქცა ოპოზიციური კლანების დასაქმების ადგილად. რომ არა ქალაქის მერიის ძალისხმევა, დღეს ზუგდიდს ექნებოდა უამრავი გადაუწყვეტელი პრობლემა. საკრებულომ დაკარგა ფუნქცია და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რადიკალური ოპოზიციის ახლოს მიკარებაც კი არ შეიძლება მმართველობასთან” -აცხადებენ ქართულ ოცნებაში.

მათივე განმარტებით, საკრებულომ დაკარგა ფუნქცია და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რადიკალური ოპოზიციის ახლოს მიკარებაც კი არ შეიძლება მმართველობასთან. 

კითხვაზე ხომ არ ქონია ქართულ ოცნებას პოლიტიკური კონსულტაციები ოპოზიციასთან მმართველ გუნდში აცხადებენ:

„გვაქვს თუ არა წინასწარ შეთანხმებული ეს საკითხი ოპოზიციის წევრებთან? ამ ეტაპზე  ქართულ ოცნებას  თავმჯდომარის გადასაყენებლად ხმები არ ჰყოფნის, თუმცა ამ კითხვაზე პასუხი მარტივია – ამ საკრებულოს ოპოზიციური კოალიციაში – ვისაც ზუგდიდი უყვარს და ამ ქალაქს პატივს სცემს, პარტიული კუთვნილების მიუხედავად ყველამ უნდა დაუჭიროს მხარი თავმჯდომარის ჩამოშორებას, რომელმაც პოლიტიკური პროცესი ქალაქში სრულად გააჩერა და საკრებულო დასაქმების ბიუროდ გადააქცია. დანარჩენს უკვე კენჭისყრაზე ყველა ერთად ვნახავთ” – განაცხადა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი გოგოხიამ მედიასთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს გახარიას პარტიის წევრი გიგა ფარულავა იკავებს, მისი მოადგილის და კომისიის თავმჯდომარეების პოსტებზეც ოპოზიციის წევრები არიან.

მსგავსი სიახლეები

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით 2030 წელს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება [სიტყვით გამოსვლა სრულად]

რედაქტორი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან თბილისში გამართულ აქციაზე 12 ათასზე მეტი ადამიანი გაემგზავრა

რედაქტორი

ხობის ხელოვნების კონკურს-ფესტივალი „ჰარიდა“ საზეიმოდ დაიხურა

რედაქტორი