stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბებიდღის ამბებიმთავარი ამბები

საქართველოს უნივერსიტეტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

14.05.2024 / 14 მაისი 2024
საქართველოს უნივერსიტეტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს უმაღლესი სსასწავლებლებიე რთობლივ განცხადებას ავრველებენ:

საქართველოს უნივერსიტეტები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები ვეხმიანებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომლებმაც ასახვა პოვა უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის წარმართვაზე.

ჩვენი ევროპული მომავლის ფუნდამენტური საფუძველია, თავისუფალ და არადისკრიმინაციულ გარემოში ახალგაზრდების განათლება. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს. შესაბამისად, ის არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებასა და სწავლა-სწავლების წარმართვაზე. არ უნდა მოხდეს სტუდენტთა ინტერესებისა და სასწავლო პროცესის დაზიანება. ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენთვის ფუნდამენტურად ღირებულია გამოხატვის თავისუფლების გარანტირება.

მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე. ამით ხელი ეშლება სასწავლო  პროცესის წარმართვას. ეს არღვევს სტუდენტის კონსტიტუციურ უფლებას. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა, უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი გრძელდება. ამასთან, აკადემიური პერსონალის ლექციებზე გამოუცხადებლობა წარმოადგენს არა მხოლოდ მათთვის კანონმდებლობითა და უნივერსიტეტებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევას, არამედ უშუალოდ აზარალებს იმ სტუდენტთა ინტერესებს, რომლებიც დღეს ესწრებიან სალექციო კურსებს. ლექტორთა მიერ სასწავლო პროცესის შეფერხება, ხელს უშლის უმაღლესი განათლების მიზნების რეალიზებას და საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას. ეს ყველაფერი კი უარყოფითად აისახება ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული და ევროპული სტანდარტების შესრულებაზე.

თითოეული უნივერსიტეტის, მისი პროფესორ-მასწავლებლების ვალდებულებაა, უზრუნველყოს სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის უწყვეტად წარმართვა და საუნივერსიტეტო სივრცეებში პოლიტიკისგან თავისუფალი, ჯანსაღი და აკადემიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.

თუკი ჩვენი განზრახვაა უკეთესი საქართველო, ამის მიღწევის ერთადერთი და საუკეთესო საშუალებაა ხარისხიანი განათლების მიღება.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია უნივერსიტეტების სახელით გარკვეული ჯგუფების მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება.

თითოეული ჩვენგანის ვალია, ერთად უზრუნველვყოთ ჩვენი სტუდენტებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო, რაც დღეს საქართველოს ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

განცხადებას ხელს აწერენ:

1.     ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

2.     საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

3.     თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

4.     ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

5.     საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

6.     ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

7.     თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია

8.     იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

9.     თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

10. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

11. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

12. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

13. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი

14. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

15. სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

16. ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი

17. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია

18. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი – სეუ

19. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

20. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

21. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

22. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

23. კავკასიის უნივერსიტეტი

24. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

25. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

26. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

27. დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი

28. საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

29. სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი

30. ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი

31. ევროპის უნივერსიტეტი

32. ავიცენა-ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი

33. თბილისის თავისუფალი აკადემია

34. სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი

35. ახლი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნი

36. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი

37. აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი

38. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი

წინა პოსტი

ჯეიმს ო’ ბრაიენი მთავრობის ადმინისტრაციაშია

შემდეგი პოსტი

მეუფე სტეფანე – 17 მაისს ოჯახის სიწმინდისთვის უნდა გამოვიდეთ მთელი საქართველო, დიდი და პატარა – ვისაც კი შეუძლია, ყველა თბილისში უნდა ვიყოთ, რომ ეს ბოროტების მანქანა დავძლიოთ

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

სრულიად საქართველოს მოძრაობა “ხსოვნა” განცხადებას ავრცელებს

სრულიად საქართველოს მოძრაობა “ხსოვნა” განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალი პირველ განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალი პირველ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს