„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალი პირველ განცხადებას ავრცელებს

- საქართველოს ბანკის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სრულ კოორდინაციაშია და მათი მოქმედებების შესაბამისად მოქმედებს.
„ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში
ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა.



