Საქართველოს ბანკის სენაკის ფილიალში ერთი პირი დანით შეიჭრა

Საქართველოს ბანკის სენაკის ფილიალში, ერთი პირი შეიჭრა.
stv-ს ინფორმაციით, თავდამსხმელი დანით იყო შეიარაღებული და ნიღაბი ეკეთა. ის ცივი იარაღით ჯერ მოლარეს დაემუქრა და ფული მოთხოვა, შემდეგ კი ფილიალში შემოსულ მოქალაქეს 900 ევრომდე თანხა წაართვა და ბანკის ტერიტორია დატოვა.
თავდამსხმელის დაკავება პოლიციამ ცხელ კვალზე შეძლო და ის ყაჩაღობიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილის მიმდებარედ აიყვანა.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.




