სამეგრელოს გუბერნიიდან კიდევ ერთი თანამდებობის პირი გაათავისუფლეს

სახელმწიფო რწმუნებულის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე, გრიგოლ დაგარგულია სამსახურიდან გაათავისუფლეს.როგორც დაგარგულია აცხადებს, მისი სამსახურიდან გაშვება შესაძლოა უკავშირდებოდეს ალექსანდრე მოწერელიას გუბერნატორობის დროს მის დაწინაურებას.
სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვნი შესრულებისთვის გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულების საფუძველზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია.
როგორც გვასალიამ განაცხადა, ის მალხაზ თორიამ დაიბარა და უთხრა რომ პარტიიდან აქვს დავალება მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.




