ჯგალში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ჯგალში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მიმავალი მანქანა რამდენჯერმე ამოტრილდა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ნაწვიმარ გზაზე საჭე ვერ დაიმორჩილა.
მანქანაში სამი პირი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად სამივე მათგანი დაშავდა, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე პოლიცია მუშაობს.




