კორცხელში მომხდარი ავტოავარიის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. ათივე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია აცხადებს, ყველა მათგანს აღენიშნება მსუბუქი დაზიანებები და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 176-ე მუხლის პირველი ნაწილით.




