სამოქალაქო პლატფორმა 20/20-მა ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიაში 94 საჩივარი შეიტანა

- სამოქალაქო პლატფორმა 20/20-მა ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიაში 94 საჩივარი შეიტანა. საქმე ეხება საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, ე. წ. საუბნო საარჩევნო კომისიის დამოუკიდებელი წევრების არჩევას, რომელთ უმრავლესობა კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის არჩეული.
სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის წარმომადგენლის, ალიკა კუპრავას განმარტებით, აღნიშნულ პირებს დაუყოვნებლივ უნდა შეუწყდეთ უფლებამოსილება და მათ ვერ უნდა მიიღონ მონაწილეობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. თავის მხრივ, ზუგდიდის #67-ე ოლქის თავმჯდომარე, მირანდა მესხი აცხადებს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის დამოუკიდებელი წევრების არჩევა მოხდა კანონის სრული დაცვით და ისინი არა პოლიტიკური, არამედ, პროფესიონალიზმის ნიშნით შეირჩნენ.
მსგავსი სიახლეები

დავით კოდუა: მორიგი საარჩევნო კანონდარღვევის უხეში ფაქტები ოპოზიციის მხრიდან – 20 ოქტომბერს გამართულ აქციაში ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი და ზედა ეწერის 63-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები მონაწილეობდნენ


