გაიზრდება თუ არა ზუგდიდელი რეპეტიტორის კლასტერი? – ზუგდიდში კიდევ 5 მოსწავლე დაინფიცირდა

- ზუგდიდში კიდევ ხუთ მოსწავლეს დაუდგინდა კორონავირუსი, რომლებიც რეპეტიტორის კლასტერს განეკუთვნებიან. როგორც STV NEWS-ს საკუტარმა წყარომ ცოტა ხნის წინ განუცხადა, მოზარდები ზუგდიდის მეცხრე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.
წყაროს ცნობით აღნიშნული მოსწავლეები ზუგდიდელ რეპეტიტორთან ე.წ საჯვაროს დასახლებაში დადიოდნენ და მათ ასევე ჰქონდათ კონტაქტი სხვა სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან.
“მათ სხვა სკოლის მასწავლებლებთანაც ჰქონდათ კონტაქტი, რომლებიც სკოლის პარალელურად რეპეტიტორობენ. ასევე სხვა სკოლის მოსწავლეებიც არიან თვითიზოლაციაში და მიმდინარეობს მათი დაკვირვებაც”-აცხადებს STV NEWS-ის წყარო.
აღნიშნულთან დაკავშირებით STV NEWS-მა არსებული ინფორმაცია მეცხრე საჯარო სკოლის დირექტორთან თეა გაბელაიასთან გადაამოწმა. გაბელაიამ დაადასტურა, რომ მეცხრე სკოლის 5 მოსწავლე ინფიცირებულია.




