stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

28 დეკემბერს ახალი წლის დღეების ფარგლებში ღონისძიებას ფოთი მასპინძლობს

28 დეკემბერს ახალი წლის დღეების ფარგლებში ღონისძიებას ფოთი მასპინძლობს

25 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

რეგიონი

ზუგდიდში რეგიონული ნარჩენების განთავსების ობიექტი მოეწყობა

24.06.2020 / 24 ივნისი 2020
ზუგდიდში რეგიონული ნარჩენების განთავსების ობიექტი მოეწყობა
  • დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფ. ცაცხვსა და დიდინეძში, “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მართვაში არსებული ზუგდიდის ნაგავსაყრელის დახურვისა და ახალი, რეგიონული, არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა.

საჯარო განხილვის ორგანიზება განხორციელდა „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის“ ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ და პროგრამის განმახორციელებელი გუნდის ორგანიზებით. ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, მალხაზ თორია და ზუგდიდის მერი, გიორგი შენგელია, დაესწრნენ.

საჯარო განხილვა ღია ფორმატის იყო და მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს ჰქონდა. 2020 წლის 30 ივნისამდე, დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებების წარდგენა შესაძლებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge ინფორმაცია პროექტისა და სკოპინგის ანგარიშის შესახებ იხილეთ ბმულზე

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი მიზნად ისახავს რეგიონში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, მყარი ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესების გზით. მათ შორის, ნარჩენების შეგროვებას და ტრანსპორტირებას, არსებული ნაგავსაყრელების დახურვასა და ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობას, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (ევროკავშირის სტანდარტები).

პროექტი ასევე ითვალისწინებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ნარჩენების გადამტვირთავი 3 სადგურის მოწყობას. არსებული ნაგავსაყრელის დახურვა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ახალი, თანამედროვე, ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობა მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის გარემო და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის.

პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტებს გადაეცემათ ნარჩენების შესაგროვებელი ახალი აღჭურვილობა, რაც უფრო ეფექტურს გახდის დასუფთავების სისტემას რეგიონში და გააუმჯობესებს სანიტარულ პირობებს. ასევე, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურებისა და ნარჩენების განთავსების ახალი ობიექტის მოწყობის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი სამუშაო ადგილები გაჩნდება. პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და ითვალისწინებს როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ სტანდარტებს.

პროგრამის განმახორციელებელ გუნდს წარმოადგენენ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია CDM Smith (ადგილობრივ კომპანიებთან ერთად: Saunders Group და GEO) და Fichtner (ადგილობრივ კომპანიებთან ერთად: PMCG და Paseco).

წინა პოსტი

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში ონლაინ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შემდეგი პოსტი

ირაკლი შონია: სტუმარმოყვარე რეგიონი მზადაა მასპინძლობისთვის! გუმორძგუა სამარგალო!

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდში ახალი სკვერი მოეწყობა [ვიდეო]

ზუგდიდში ახალი სკვერი მოეწყობა [ვიდეო]

ზუგდიდში, ნარჩენების სეპარაციის საკითხზე შეხვედრა გაიმართა

ზუგდიდში, ნარჩენების სეპარაციის საკითხზე შეხვედრა გაიმართა

სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონული ახალგაზრდული ფორუმი ზუგდიდში

სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონული ახალგაზრდული ფორუმი ზუგდიდში