სამეგრელოში თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო იძულებით კარანტინში 4 პირი გადაიყვანეს

მარტვილში და ჩხოროწყუში თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო იძულებით კარანტინში 4 პირი გადაიყვანეს. ამის შესახებ აღნიშნული მუნიციპალიტეტების ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ.
მათივე ინფორმაციით, ისინი არღვევდნენ თვითიზოლაციის წესებს და თვითნებურად ცდილობდნენ გადაადგილებას.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 125-მდე პირი იმყოფება.




