ექიმი: დღეს ჩვენ ტაში დაგვიკრეს

“მადლიერების ტაშს” საქართველოს მასშტაბით, ექიმი მარიკა ტუღუში სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“დღეს ჩვენ ტაში დაგვიკრეს!!! როცა ეს ყველაფერი დაიწყო, ვერც გავაცნობიერე რომ სხვა განზომილებაში მოვხვდი. როგორ უცებ შეიცვალა ცხოვრების ჩვეული რიტმი. წამიერი დაბნეულობა მყისიერად შეიცვალა მობილიზაციით და დღე ღამის სამუშაო გრაფიკით. გაქრა შიში ინფიცირებულთან კონტაქტისა. თითქოს მთელი ცხოვრება ამ რიტმში ვმუშაობდით. დღეს ჩემი კოლეგისგან მოვისმინე ფრაზა- მე ქვეყანას ვემსახურებიო და მივხვდი ,რომ ესაა ყველაზე დიდი საქმე რაც ცხოვრებაში გამიკეთებია. ჩვენ ხალხს ჩვენ საქართველოს ვემსახურებით უ ს ა ს ყ ი დ ლ ო თ. ….დღეს ჩვენ ტაში დაგვიკრეს…. “-წერს მარიკა ტუღუში.
მსგავსი სიახლეები

სალომე ზურაბიშვილი – დღეს ჩემს ქვეყანაში გაკეთდა პრინციპული არჩევანი, ჩვენ უარი ვთქვით წარსულზე

ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენ დღეს დილიდან მივიღეთ პრემიერის დავალება და სანამ სამაშველო ღონისძიებები არ დასრულდება, ადგილზე ვიქნებით


