მარტვილის მერი თვითიზოლაციაში არ იმყოფება – მას იური ნოზაძესთან კონტაქტი ადრე ჰქონდა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა არ იმყოფება თვითიზოლაციაში და არც საკარანტინო სივრცეში გაუშვიათ. ასეთი ინფორმაცია მიაწოდა STV-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამეგრელო-ზემო სვანეთის ცენტრმა.
ნანა ოდიშარიას განცხადებით, ალექსანდრე გრიგალავა შემოწმდა, გამოიკითხა და საჭიროდ არ ჩათვალეს მისი თვითიზოლაცია.
ცნობისთვის, ალექსანდრე გრიგალავას რამდენიმე დღის წინ კონტაქტი ჰქონდა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, იური ნოზაძესთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. ალექსანდრე გრიგალავამ ამის შესახებ დილით შეიტყო, როცა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიაში გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდა.
მარტვილის მერმა გამორიცხვის მიზნით მიმართა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, თუმცა ამ ეტაპზე მერის თვითიზოლაცია საჭირო არ გახდა.




