სოფელ რუხში 22 წლის სალომე გაგუა სავარაუდოდ გრიპის ვირუსით გარდაიცვალა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში 22 წლის სალომე გაგუა სავარაუდოდ გრიპის ვირუსით გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილის ნათესავები აცხადებენ, გოგონას ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შესაბამისი დახმარება ვერ გაუწიეს და მისი რეფერირება ქუთაისის საავადმყოფო ,,უნიქალ მედიში” გახდა საჭირო.
დახმარება იქაც ვერ აღმოუჩინეს და მაშინ როცა ქუთაისიდან თბილისში გადაჰყავდათ კატასტროფის მანქანაში გარდაიცვალა. გარდაცვლილის ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
როგორც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, ავადმყოფი 19 იანვარს შემოვიდა გრიპისთვის დამახასიათებელი მწვავე რესპირატორული სიმპტომებით და შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩატარების შემდეგ ოჯახთან მოლაპარაკებით გადაყვანილ იქნა ქუთაისში.
გარდაცვლილს 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.


