ზუგდიდის ყოფილი მერი უქმეებზე ციხის დატოვების უფლებით ვერ ისარგებლებს

ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია, რომელიც სასჯელს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე იხდის, უქმეებზე ციხის დატოვების უფლებით ვერ ისარგებლებს. როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, ზუგდიდის ყოფილმა მერმა, ლაშა გოგიამ ვერ გამოავლინა ის ქცევა, რაც გულისხმობს დანაშაულის გაცნობიერებას და შესაბამისად, გარეთ გასვლის შეღავათი გაუქმებული აქვს.
ცნობისთვის, ლაშა გოგია უქმე დღეებში პენიტენციური დაწესებულების დატოვების უფლებით სარგებლობდა.ის გასულ კვირას ზუგდიდში ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა. ფაქტის ამსახველი ფოტო მისმა მეუღლემ ნანა თოდუამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.




