დღის ცენტრის ბენეფიციარებს ზუგდიდის მერმა საახალწლო ნობათი გადასცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, დღის ცენტრის ბენეფიციარებს ესტუმრა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.
დღის ცენტრის ბენეფიციარებს თოვლის ბაბუაც სტუმრობდა. მუნიციპალიტეტის მერიისგან საახალწლო საჩუქრები ჯამში 550 ბენეფიციარს გადაეცემა.




