დღის ცენტრის ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისგან, დღეს საახალწლო ნობათი ნეიროგანვითარების ცენტრის, დღის ცენტრისა და აუტიზმის დღის ცენტრის ბენეფიციარებს გადაეცათ.
დღის ცენტრის ბენეფიციარებს საჩუქრები მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ, მერის პირველმა მოადგილე გიორგი შენგელიამ შვილებთან ერთად და მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებმა მიუტანეს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
დღის ცენტრის ბენეფიციარებს თოვლის ბაბუაც სტუმრობდა.




