მეუფე პეტრე ჭყონდიდის მიტროპოლიტის პოსტიდან მოიკვეთა

წმინდა სინოდის სხდომა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ პროტესტის ნიშნად დატოვა, რომელმაც განაცხადა, რომ ის მოკვეთილია მღვდელმთავრობიდან.
მეუფე პეტრეს განცხადებით, ეს გამოიწვია სამღვდელოებაში “პედარასტების” მხილებამ და მან ამ კონტექსტში საქართველოს პატრიარქი მოისხენია. ამ სკანდალურ განცხადებას წმინდა სინოდიდან ჯერ არავინ გამოხმაურებია.
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა ამ დრომდე გრძელდება.




