stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბები

„კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა „რუსთავი 2“ დატოვეს

20.08.2019 / 20 აგვისტო 2019
„კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა „რუსთავი 2“ დატოვეს

„კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დატოვეს. მათ წასვლის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ კურიერის დაწყებისას გააკეთეს. მათ „რუსთავი 2“ – ის ეთერიდან მაყურებელს ბოლოჯერ მიმართეს, რის შემდეგაც დღეს კურიერი ეთერში აღარ გასულა.

„13 წელია ამ სტუდიიდან გესალმებით და დღეს იმაზე მეტად ვღელავ, ვიდრე მაშინ, როდესაც პირველად ვთქვი – ეთერშია კურიერი 9 საათზე. სწორედ 13 წლის წინ შევუერთდი გუნდს, რომელიც დაარსებიდან დღემდე წერდა ქვეყნის ისტორიას. მოვედი საკმაოდ ემოციურ ფონზე. მახსოვს, მოვედი ბევრი შინაგანი განცდით, როგორ მიმიღებდნენ და მივიღებდი ადამიანებს, რომლებთან ერთადაც 13 წელი ვიმუშავე. ამ ხნის განმავლობაში იყო კრიზისები, იყო სიმწვავე, იყო შერბილებული ტონი ან კომპრომისი. მე და ჩვენმა გუნდმა ამ არხზე ბევრი ომი გამოვიარეთ. “რუსთავი 2” და “კურიერი” არ დამიტოვებია არც მაშინ, როდესაც ახალი ამბების სტუდია რუსული ბობმდამშენების სამიზნე იყო. არასოდეს დამავიწყდება უამრავი გაფრთხილების მიუხედავად, გაუტეხელი ადამიანებით სავსე შენობა, ფრონტის წინა ხაზზე ჩემი თავგანწირული კოლეგები, ურყევი შემართება, ყველა “რუსთავი 2”-ელის უშიშარი მზერა და ქვეყნის სადარაჯოზე დგომის სურვილი. ეს ყველაფერი იყო და ეს არის “რუსთავი 2”-ის ისტორია.

მე ამ სივრცეში გამოვიარე ყველაფერი, ყველა დრო და განსაკუთრებული თავისუფლება მოიტანა ბოლო 7-მა წელმა, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა ნიკა გვარამიას. “კურიერის” სარედაქციო პოლიტიკის, თავისუფლების ხარისხის გარანტი ჩემთვის, ასევე, იყო ნოდარ მელაძე. ის დღეს ივანიშვილის რეჟიმმა გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან, ჩემთვის მასთან მუშაობის 2 წლის განმავლობაში მივხვდი, რა არის პროფესიონალიზმი და თავისუფლება. რუსთავი 2 არ არის ლოგო. ეს იყო ჩვენი ცხოვრება და როგორც ნოდარ მელაძემ თავის ერთ-ერთ ბოლო ეთერში თქვა – თავისუფლების ტერიტორია. ეს არხი ადამიანებია, პროფესიონალი და ერთგული ადამიანების ერთობა. ყველას წარმატებას ვუსურვებ, მათ შორის მათ, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიაში შეინარჩუნებს თავისუფლებას.

მე, დიანა ჯოჯუა, აფხაზეთიდან კრემლის მიერ გამოგდებული, ვერც ერთი მიზეზით, ვერანაირი დაშვებით, ვერავითარი გამართლებით ვერ დავჯდები იმ ეთერში, რომელიც ამ ქვეყანაში კრემლის მთავარი მოსამსახურის ბიძინა ივანიშვილისაა. დღეს მე იძულებული ვარ გითხრათ ნახვამდის. ჩვენ ვიომეთ, თუმცა დღეს ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ მოახდინა არხის ოკუპაცია. ჩვენ წაგვართვეს თავისუფალი სიტყვა. მე არ ვიმუშავებ ტელევიზიაში, საიდანაც ვეღარ გეტყვით, რეალურად რა ხდება ქვეყანაში, რომელიც უფსკრულისკენ მიექანება. ამიტომაც ვტოვებ ადგილს, რომელიც იყო ჩემი მეორე სახლი. ვტოვებ ჩემს საყვარელ კურიერს და ადამიანებს, რომლებთან ერთადაც 13 წელი ვიცხოვრე. წარმატებები ყველა „რუსთავი 2“-ელს და მას, ვინც აქ, ჩემს ადგილას დაჯდება და ყოველ საღამო ეტყვის ქვეყანას, რომ ეთერშია „კურიერი“. დაბოლოს, მადლობა იმ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც ვაკეთებდი ქვეყნის ყველაზე რეიტინგული არხის ყველაზე მაგარ საინფორმაციო გამოშვებას და რა თქმა უნდა, მადლობა თქვენ – ჩემს მაყურებელს, მადლობა ნდობისთვის მადლობა, რომ ირჩევდით „რუსთავი 2“-ს. მე გემშვიდობებით, შევხვდებით სხვა სივრცეში და სხვა არხზე. ქვეყნის გადარჩენისთვის ომი გრძელდება“, – განაცხადა დიანა ჯოჯუამ.

წინა პოსტი

ხელისუფლება წალენჯიხის სოფლებში მოსახლეობას ხვდება

შემდეგი პოსტი

სიახლე ზუგდიდში: ავტობუსებში ელექტრონული გადახდის აპარატები დამონტაჟდება

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

რა მოხდა და რატომ დაუპირისპირდნენ “რუსთავი 2”-ს მარტვილში? [ვიდეო]

რა მოხდა და რატომ დაუპირისპირდნენ “რუსთავი 2”-ს მარტვილში? [ვიდეო]

ივანიშვილი – კორუფციასთან დაკავშირებით ეჭვებს მტკიცებულებები სჭირდება და არა “რუსთავი 2”

ივანიშვილი – კორუფციასთან დაკავშირებით ეჭვებს მტკიცებულებები სჭირდება და არა “რუსთავი 2”

ირაკლი კობახიძე: ყაჩაღებმა იცოდნენ, რომ კანონიერი მფლობელისთვის უნდა გადაეცათ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და დაიწყეს მისი ძარცვა

ირაკლი კობახიძე: ყაჩაღებმა იცოდნენ, რომ კანონიერი მფლობელისთვის უნდა გადაეცათ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და დაიწყეს მისი ძარცვა