ზუგდიდში, I V საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი “ART-KOLKHI” ხვალიდან სტარტს აიღებს

ხელოვნების- ფესტივალი ART-კოლხი ჩატარდება 2019 წლის 25-30 ივნისს. ფესტივალი არის წარმომადგენლობითი ღონისძიება. იგი დადებით გავლენას მოახდენს ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანების ერთიანი საინფორმაციო, საგანმანათლებლო და სოციო-კულტურული სივრცის შექმნაში, მათ ჩართვას ერთიან შემოქმედებით პროცესში. ფესტივალს მასპინძლობს შ.პ.ს ზუგდიდის ხელოვნებისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი,,ოდიში“
ფესტივალის მიზანია კულტურის სფეროში საერთაშორისო მასშტაბით გამორჩეული ნიჭიერი, შემოქმედი, ადამიანების,კოლექტივების, ანსამბლების გამოვლენა, წარდგენა საზოგადოების წინაშე. ფესტივალი, ასევე მიზნად ისახავს ტურიზმის განვითარებას საქართველოში, კერძოდ ჩვენს ქალაქში. ამ პროექტის განხორციელებით, ფესტივალის მონაწილეებს საშუალება მიეცემათ ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი ქვეყნებისა და კუთხეების კულტურული ღირებულებები და ასევე გაამყარონ მეგობრული ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყნებს შორის.
ფესტივალ “ART- კოლხში” მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ხელოვნების ნებისმიერი ჟანრის წარმომადგენელს.
• ფესტივალის სტუმრები:
სამხრეთ ამერიკა-კოლუმბია
ბელორუსია
ისრაელი
ლატვია
საქართველო
• ფესტივალის მხარდამჭერები:
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი.
საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი.
სასტუმრო “PALM BEACH”
კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი ,,არტ-ფოლკი“
საერთაშორისო საქველმოქმედო ახალგაზრდული ცენტრი ,,არტ-ფესტი“
• საინფორმაციო მხარდამჭერები:
•
Kvirispalitra.ge
ჟურნალი „გზა“
რადიო „ათინათი“
გაზეთი ,,ყველა სიახლე“
STV LIVE-სამეგრელო
ფესტივალის პროგრამა:
25 ივნისი
1.09:00 საათიდან სტუმრების მიღება და განთავსება სასტუმროებში
2. 16:00 -სტუმრების მიღება მერიაში
2.18:00 -აღლუმი (ანაკლია)
3.19:00 ფესტივალის გახსნა (ანაკლია-სასტუმრო,, პალბიჩის“ მიმდებარე ტერიტორია)
26 ივნისი
11:00 ექსკურსია დადიანების სასახლეში
20:00 კოცონი და მეგრული კულინარიის დაგემოვნება
27 ივნისი
15:00 -საკონკურსო დღე ( ხელოვნებისა და კულტურის
განვითარების ცენტრი- ზუგდიდი)
28 ივნისი
19:00 – დაჯილდოვების ცერემონიალი და გალა კონცერტი (ანაკლია)
29 ივნისი
08.00 – ექსკურსია (პრომეთეს მღვიმე)
2 ივლისი
20:00 – მეგობრობის კონცერტი (სქეიტ- პარკი)ზუგდიდის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის რეზო ბულიას სახელობის სიმღერისა დაცეკვის ანსამბლი ,,ჩელა“ და ქ. ბოგოტას ფოლკლორული ანსამბლი ,,TEQUENDAMA”



