ზუგდიდის მერი სტიქიის შედეგად დაზარალებულ დევნილთა კომპაქტურ დასახლებას ესტუმრა

სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავი აღდგენილია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა, სადაც სტიქიის შედეგად დაზარალებულ დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში შესრულებულ სამუშაოს გაეცნო.
სტიქიამ კომპაქტურ დასახლებაში შენობის სახურავი დააზიანა, რომლის აღდგენითი სამუშაოები უკვე დასრულებულია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დახმარებას გაუწევს.
აღნიშნულ საკითხზე, დღეს გამართულ, სტიქიის შედეგად დამდგარი ზარალის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე იმსჯელეს.




