სამედიცინო კორპორაცია “პრაიმედი” აივ/შიდსზე უფასო ტესტირების და კონსულტაციების კვირეულს აცხადებს

ხვალ, 1 დეკემბერს მსოფლიო შიდსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, სამედიცინო კორპორაცია “პრაიმედმა” შიდსთან ბრძოლის კვირეული გამოაცხადა. კვირეულის ფარგლებში სამედიცინო კორპორაცია ატარებს გარკვეული სახის ღონისძიებებს.
პრაიმედის ფინანსური დირექტორის, ნოდარ ჩიქოვანის განცხადებით, ხვალ, 1 დეკემბერს ქალაქ ჯვარის პოლიკლინიკაში დილიდან ჩატარდება უფასო ტესტირება და კონსულტაციები. 2 დეკემბერს კი ანალოგიურ აქციას უმასპინძლებს “პრაიმედის” ქსელში შემავალი კიდევ ერთი სამედიცინო ცენტრი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში.
პარალელურად, ორივე სამედიცინო დაწესებულებაში დაგეგმილია თვალის უფასო კონსულტაციები და ოპერაცია, რომელსაც “პრაიმედი” ერთ წელზე მეტია წარმატებულად ახორციელებს.
“პრეიმედმა” გადაწყვიტა შეუერთდეს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს და გამოაცხადა შიდსთან ბრძოლის კვირეული, რომლის ფარგლებშიც ყველა ჩვენს სამედიცინო დაწესებულებებში ჩატარდება უფასო ტესტირებები აივ ინფექცია შიდსზე და სათანადოდ უფსაო კონსულტაციები გაეწევათ ადგილზე მოსულ პაციენტებს.
ხვალ გვაქვს კვირეულის გახსნა დაგეგმილი ქალაქ ჯვარის პოლიკლინიკაში, სადაც ასევე გვექნება თვალზე უფასო სამედიცინო კონსულტაციები და ოპერაციები, ხოლო ზეგ, 2 დეკემბერს კი ანალოგიური აქცია გვაქვს დაგეგმილი სოფელ დარჩელის სამედიცინო ცენტრში. გარდა ამისა დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობები შიდსთან მრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით”-აცხადებს “პრაიმედის” ფინანსური დირექტორი ნოდარ ჩიქოვანი.




