სამეგრელოში უამინდობის გამო გამოწვეული დაზიანების ნაწილის აღდგენა სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ოპერატიულად მოახდინა

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური განაგრძობს მუშაობას სამეგრელოში უამინდობისა და ძლიერი ქარის გამო დაზიანებული ქსელის აღსადგენად.
აბაშაში, ძლიერი ქარის გამო მოტეხილი ხე დაეცა 35 კვ ელექტროგადამცემ ხაზს, რის გამოც ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება აბაშის რაიონის სოფლების ნაწილს. დაზიანებული ფიდერების გამო კი ელექტროენერგია შეეზღუდა ქალაქ აბაშის ქუჩების მცირე ნაწილსაც. სამეგრელოს რეგიონში ძლიერი ქარი ამჟამადაც გრძელდება, რის გამოც ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება აგრეთვე ქალაქ ზუგდიდის ქუჩების და სოფლების მცირე ნაწილს.
უამინდობა ართულებს აღდგენითი სამუშაოების წარმოებას, თუმცა კომპანიის ტექნიკური სამსახური ცდილობს რაც შეიძლება დროულად და სწრაფად მოახდინოს ავარიების ლიკვიდაცია.
ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული იყო მარტვილის რაიონის ნაწილშიც. კომპანიის ოპერატიული მუშაობის შედეგად, რაიონს ელექტროენერგია უკვე მიეწოდება.




