stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

28 დეკემბერს ახალი წლის დღეების ფარგლებში ღონისძიებას ფოთი მასპინძლობს

28 დეკემბერს ახალი წლის დღეების ფარგლებში ღონისძიებას ფოთი მასპინძლობს

25 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

პოლიტიკა

ზურაბიშვილი Euronews-ზე: – ვფიქრობ შესაფერისი ვარ საქართველოს გარდამავალი პერიოდისთვის, ნატო-სა და ევროკავშირის გზაზე

29.11.2018 / 29 ნოემბერი 2018
ზურაბიშვილი Euronews-ზე: – ვფიქრობ შესაფერისი ვარ საქართველოს გარდამავალი პერიოდისთვის, ნატო-სა და ევროკავშირის გზაზე

ჩემი პრიორიტეტი საქართველოს ევროპაში წაყვანაა, ევროპიდან საქართველოში სწორედ ამისთვის ჩამოვედი, – ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ტელეკომპანია Euronews-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, იმ საზოგადოებამ აირჩია, რომელსაც საქართველში მეტი ევროპა, საქართველო კი ევროკავშირის წევრად სურს, ამისთვის ექვსი წელი მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება.

„პრეზიდენტს პირდაპირი პოლიტიკური და აღმასრულებელი ძალაუფლება ნაკლებად ექნება, მაგრამ როგორც პირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს ექნება გავლენა, ასევე ექნება წარმომადგენლობითი ძალაუფლება ქვეყნის გარეთ, რაც ჩაწერილია კონსტიტუციაში. როგორც ყოფილ ევროპელ, ფრანგ დიპლომატს, ჩემი გამოცდილებით და კონტაქტებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ევროკავშირთან, ვფიქრობ შესაფერისი ვარ საქართველოს გარდამავალი პერიოდისთვის, ნატო-სა და ევროკავშირის გზაზე“, – აღნიშნა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, აწუხებს თუ არა ვლადიმერ პუტინის მხრიდან აგრესიის რისკი საზღვრებზე, ბოლო კვირის მოვლენებიდან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ საქართველოს საზღვრებზე პუტინის აგრესია არასდროს შეჩერებულა და საქართველოს საოკუპაციო ხაზი ქვეყნის ტერიტორიაზე აქვს, რომელიც ყოველდღიურად მოძრაობს.

„ჩვენ გვყავს მოსახლეობა, რომელიც საოკუპაციო ხაზის მახლობლად ცხოვრობს და მათ მუდმივად იტაცებენ. ეს მუდმივი საფრთხეა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ასევე გვაწუხებს შავი ზღვის უსაფრთხოება, რომელიც ჩვენი კიდევ ერთი საზღვარია. რაც დღეს უკრაინაში ხდება, ეს საქართველოსთვის შეშფოთების საგანია. ისე როგორც არასდროს, ჩვენ დამოკიდებული ვართ და ველოდებით ჩვენი ევროპელი, ამერიკელი და ნატო-ელი პარტნიორების რეაქციებს. ჩვენი უსაფრთხოება პირდაპირაა მათზე დამოკიდებული. ჩვენ საოკუპაციო ხაზზე, სადამკვირვებლო მისიას სწორედ ევროკავშირი ახორციელებს და ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის უფრო მეტი პირდაპირი ჩართულობა, საოკუპაციო ხაზის ირგვლივ უსაფრთხოების უკეთესად შენარჩუნებისთვის“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტმა საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს ასევე ჰკითხა, მოუტანს თუ არა ქვეყანას რაიმე განსხვავებულს პრეზიდენტად ქალის არჩევა, კონკურენტ მამაკაცებთან შედარებით, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოს ათ ქალ პრეზიდენტს შორის ყოფნა, რაც საქართველოს მსოფლიოში მნიშვნელობას შესძენს.

ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტად ქალის არჩევა ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით შერიგებისთვის. „არჩევნების კამპანია და წინა პერიოდი აღინიშნა ძალადობრივი პოლიტიკური დამოკიდებულებით და ჩვენ

გვჭირდება შერიგების პროცესში შესვლა. ამისთვის ქალი უფრო კარგადაა აღჭურვილი, ვიდრე მამაკაცი. ჩემი განზრახვაა სწორედ ასეთი პრეზიდენტი ვიყო, რომელიც ეცდება დადგეს პოლიტიკურ პარტიებზე მაღლა, რომელიც არ წარმოშობს პოლიტიკურ დაპირისპირებას. ვეცდები მივაწოდო საზოგადოებას ევროპული მიდგომები, რასაც ხალხის ელოდება. მათ მშვიდობა და მეტი პროგრესი სურთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

წინა პოსტი

ნიკოლ ფაშინიანი – საქართველოსთვის პირველი ქალი პრეზიდენტი ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენაა

შემდეგი პოსტი

სამეგრელოში უამინდობის გამო გამოწვეული დაზიანების ნაწილის აღდგენა სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ოპერატიულად მოახდინა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

კახა კალაძე: მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ერთად მოვახერხებთ ერთმანეთის დაბრუნებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას

კახა კალაძე: მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ერთად მოვახერხებთ ერთმანეთის დაბრუნებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას

სალომე ზურაბიშვილი – მე არ ვარ თერგდალეული, მე ვარ სენა დალეული და თურმე ეს არის ამ ქვეყანაში დანაშაული

სალომე ზურაბიშვილი – მე არ ვარ თერგდალეული, მე ვარ სენა დალეული და თურმე ეს არის ამ ქვეყანაში დანაშაული

მეუფე სტეფანე: არ ვიცი, ვინ რას ურჩევს და უბრძანებს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის დაკვეთით არ მოქმედებს და მისი განცხადებები საქართველოს ინტერესებიდან არ გამომდინარეობს

მეუფე სტეფანე: არ ვიცი, ვინ რას ურჩევს და უბრძანებს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის დაკვეთით არ მოქმედებს და მისი განცხადებები საქართველოს ინტერესებიდან არ გამომდინარეობს