მეუფე პეტრე – ფარისევლობა არის მიკერძოებული და შერჩევითი სამართალი

მარტვილოსა და ჭყონდიდის მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს განცხადებით, არ არის მართლმადიდებლობა ის რასაც ჩვენი მეზობელი ერთმორწმუნე ერი საქმით გვაჩვენებს- ეს არის მხოლოდ მტრობა და ფარისევლობა.
,, ისე როგორც ყველაზე დიდი მტერი მაშინ როცა მაცხოვარი განკაცდა და დაიწყო ქადაგება ჭეშმარიტებაზე ყველაზე დიდი მტრობა გაუწიეს ფარისევლებმა. ფარისევლობა არის დღევანდელი ტერმინით რომ ვთქვათ მიკერძოებული და შერჩევითი სამართალი, როცა კანონის უზენაესობა არ არის და გინდა შენი ამბიცია მოარგო კანონს ეს არის ფარისევლობა და ფარისევლობაზე დიდი მტერი არა ყავს სარწმუნოებას. წმინდა დავითის გზა არის სწორი და სამართლიანი გზა,”- აღნიშნა მეუფემ.
როგორც ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ქადაგებისას თქვა, ქართველი ერი განსაკუთრებული გენის მატარებელია, თუმცა სირცხვილო და დანაშაული არის ის რომ რესურსს ერთმანეთის დაპირისპირებაში ვხარჯავთ.




