სოფელ გოლასკურში გარე განათების ქსელის მოწყობითი სამუშაოები დასრულდა

გოლასკურში დასრულდა გარე განათების ქსელის მოწყობითი სამუშაოები, რომელიც მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრმა განახორციელა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მსგავსი სამუშაოები დღემდე არ ჩატარებულა, რის გამოც ადგილობრივმა მოსახლეობამ კმაყოფილება გამოთქვა.
შეხვედრაზე ისაუბრეს გოლასკურში საგზაო ინფრასტრუქტურისა და სანიაღვრე არხების მოწესრიგების საკითხებზე. პროექტის განხორციელების შემდეგ სოფელს თანამედროვე სტანდარტების გზა ექნება. აღინიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები გოლასკურის გაზიფიცირებასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხალხთან მჭიდრო კომუნიკაცია და თანამშრომლობა. მზად ვართ, მაქსიმალური ჩართულობით გადავწყვიტოთ ის საკითხები, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს და ყველასთვის მნიშვნელოვანია – აღინიშნა გოლასკურელებთან გამართულ შეხვედრაზე.




