სენაკში, გარე განათების ქსელის მოწყობითი სამუშაოები გრძელდება

გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე, გარე განათების ლამპიონების სამონტაჟო სამუშოები დაიწყო. სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი გარე განათების ქსელის მოწყობით სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს.
იმ ქუჩებში, სადაც მოძველებული, მწყობრიდან გამოსული ნათურები თანამედროვე, დიოდური სანათებით შეიცვალა, მგავსი სამუშაოები პირველად განხორციელდა და მალე მთელ მუნიციპალიტეტის მოიცავს.




