სამეგრელოს გუბერნატორი მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებს განიხილავს

ალექსანდრე მოწერელიამ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ,,თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მავნებლების წინააღმდეგ ბრძლის შედეგები განიხილეს, რის შემდეგაც აბაშის რაიონის სოფელ ტყვირის მოსახლეობას ესტუმრნენ.
გუბერნატორი მოსახლეობას თხილის მავნებლებთან ბრძოლის მათ პრაქტიკაზე გაესაუბრა და თხილის პლანტაცია დაათვალიერა.
ალექსანდრე მოწერელიამ მეურნეებს სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაცია და სხვა მავნებლებთან ერთად, აზიური ფაროსანა ხოჭოს წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის გასაძლიერებლად მოსახლეობის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაც აღნიშნა.




