დაკავებული ზაზა ხასაიას მეუღლე სუს-ის შენობაში გამოკითხვაზე შევიდა

ზუგდიდში დაკავებული, ზაზა ხასაიას მეუღე ამ წუთებში შევიდა სუსის შენბაში და ამბობს რომ მან არაფერი არ იცის მომხდარის შესახებ, მხოლოდ დილით შეიტყო, როცა ის გამოკითხვაზე დაიბარეს.
“დილას დამირეკეს და მოვედი.არ ვიცი რა კითხვები აქვთ.არც ჩემი ქმრის დაკავების შესახებ ვფლობ ინფორმაციას”,-აცხადებს დაკავებულის მეუღლე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტომ ზუგდიდის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი და “ტყის ძმების” დაცვის უფროსი ზაზა ხასაია დააკავეს. STV-ს ინფორმაციით ხასაიას სახლიდან ჩხრეკისას ამოღებულია იარაღი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში კი ზაზა ხასაიას დაკავებასთან დაკავშირებით შემდეგი სახის განცხადება გაავრცელა:
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებული საცხოვრებელი სახლების და მანქანების ჩხრეკის შედეგად, დაკავებულია მოქალაქე ზაზა ხ. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება”-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისათვის, “ტყის ძმების” ლიდერის, დათო შენგელიას დაცვის უფროსი ზაზა ხასაია დროებით ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას დაცვის უფროსობასაც ითავსებდა, რომელიც გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებს.




