მარტვილში საცხოვრებელი ფართის არმქონე პირთათვის განკუთვნილი საცხოვრებელი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტის ვედიდკარის ადმინისტრაციულ ერთეულში საცხოვრებელი ფართის არმქონე პირთათვის განკუთვნილი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. სამუშაოების პირველი ეტაპი გასულ წელს განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 35 962 ლარი შეადგინა.
პროექტის ფარგლებში მოხდება არსებული შენობის ადაპტირება საცხოვრებელ სახლად. სადაც განთავსდება საცხოვრებელი ფართის არმქონე 8 ოჯახი. მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით სურმავამ დაათვალიერა.
პროექტის ღირებულება (II ეტაპი) 56 829 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „გუდა – 1979“ ასრულებს.
საცხოვრებელი ფართის არმქონე პირთათვის განკუთვნილი საცხოვრებელი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინასებით ხორციელდება.




