სოციალურ ქსელში ხატია ჯანაშიას სკანდალურ სტატუსს ზუგდიდის მერი გამოეხმაურა

მოქალაქე ხატია ჯანაშიამ სოციალურ ქსელში სკანდალური სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ის ითხოვს სახელმწიფო აუდიტი და შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემებით. ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ თანამშრომელი ხატია ჯანაშია მერიის ააიპ-ებ-ს ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია გამოეხმაურა მოქალაქე ხატია ჯანაშიას მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ა(ა)იპ ,,ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ მიერ შესაძლო გადაცდომებზე საუბრობს.
“დღესვე დავავალე შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურს მოიკვლიონ და შეისწავლონ კონკრეტულ ააიპ-ში არსებული ვითარება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ერთ უკანონო ქმედებას არ დავუშვებ და ნებისმიერი მოქალაქის, მსგავსი განცხადება უყურადღებოდ არც რჩებოდა და არც მომავალში დარჩება.
აუდიტის დასკვნის შემდეგ, უკანონო ქმედების გამოვლენის შემთხვევაში ფაქტზე უმკაცრესი და სწრაფი რეაგირება მოხდება.
სხვადასხვა პრობლემურ საკითხზე თუ შესაძლო გადაცდომაზე სწრაფი რეაგირებისთვის, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიმართოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას ან დაგვიკავშირდეს ცხელ ხაზზე 0 (415 ) 25 01 20
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კანონის უზენაესობა და ყველა მოქალაქის ინტერესების დაცვაა” – აცხადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია.



