,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში

სენაკის მუნიციპალიტეტის თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შერჩეული ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურ ფაზაშია.
ადგილობრივ მაცხოვრებელთა მიერ განისაზღვრა სოფლის პრიორიტეტები, რისთვისაც 72 000 ლარი გამოიყო:
თეკლათის საჯარო სკოლის შესასვლელისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა
თეკლათი-ბათარიის საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება
თეკლათის საბავშვო ბაღის შენობის სახურავზე წყალსაწრეტი მილის მოწყობა
თეკლათის საბავშვო ბაღის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა
თეკლათის უბანში – რკინიგზის ბაქნის მიმდებარედ, შიდა საუბნო გზის მოხრეშვა-მოშანდაკებისა და კიუვეტის ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება
სოფლის ცენტრალური მოედნის კეთილმოწყობა
კეცხოველის ქუჩაზე, ლითონის ალაყაფის კარის მოწყობა
საგვარამიოს უბანში – კეცხოველის ჩიხის მოხრეშვა-მოშანდაკება და არსებული მილხიდის შეკეთება
საგვარამიოს უბანში – სანიაღვრე არხებისა და მილხიდების ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება
გოლასკურის უბანში – მგზავრთა მოსაცდელის რეაბილიტაცია
ზემო რეკასა და რეკის უბანში – საყანე და სასაძოვრე ტერიტორიების შემოღობვა
რეკის უბანში – საავტომობილო გზაზე ცხაურის მოწყობა
ტყირის უბანში – სანიაღვრე არხების ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება
ტყირის უბანში – 3 ლოკაციაზე, ლითონის ალაყაფის კარის მოწყობა
სოფელ ტყირში – საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში, 17 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.




