დავით კოდუა აბიტურიენტებს: თქვენი განათლება მნიშვნელოვანია არამარტო პირადად თქვენთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის

ზუგდიდის დელეგატი საქართველოს პარლამენტში დავით კოდუა აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების დაწყებას ულოცავს:
„დღეს, ქვეყნის მასშტაბით, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. მინდა წარმატებები გისურვოთ თითოეულ აბიტურიენტს! თქვენი შრომა შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
ეს განსაკუთრებული ეტაპია თქვენს ცხოვრებაში – პროფესიის არჩევის და პირველი დიდი ნაბიჯის, რომელსაც თქვენი განათლებით გადადგამთ.
თქვენი განათლება მნიშვნელოვანია არამარტო პირადად თქვენთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ძალა, განვითარება და გამარჯვება განათლებაშია – დარწმუნებული ვარ, ცოდნა და შრომა აუცილებლად დაგიფასდებათ.
კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებთ თითოეულ აბიტურიენტს, მშობლებსა და გულშემატკივრებს!“ – წერს კოდუა.
მსგავსი სიახლეები

ბიძინა ივანიშვილი: პირადად მე, როგორც ჩემი სამშობლოს ერთი, რიგითი ჯარისკაცი, ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, 2026 წელსაც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ოჯახების სადარაჯოზე ვიქნები!

დავით კოდუა: ჩვენი ამოცანაა ზუგდიდის ადგილობრივმა თვითმმართველობამ საზოგადოების ძალიან მაღალი ჩართულობით, გამჭირვალედ და ეფექტიანად იმუშაოს




