STV
რეკლამა

მორიგი აქცია სენაკში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბენეფიციარებისთვის

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, პანდემიასთან ბრძოლის პირობებში, სხვადასხვა სახის სოციალურ აქტივობებს აგრძელებს.  დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ქალაქად და სოფლად მცხოვრებ 200 ბენეფიციარს – მრავალშვილიან ოჯახებს, ხანდაზმულ მარტოხელებს, შშმ პირებს და განსაკუთრებული საჭიროების მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სააღდგომო ნობათები დაურიგდათ.

პირველადი მოხმარების სურსათის დარიგების პროცესში მონაწილეობა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა რამაზ კუპრეიშვილმა, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტის მერიისა და წითელი ჯვრის მოხალისეებმა მიიღეს.

საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენებისადმი თანადგომის აქციები ინტენსიურად ხორციელდება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა, სენაკის მუნიციპალიტეტში კომპაქტურად ჩასახლებული, 70 წელს გადაცილებულ 404 დევნილ ბენეფიციარს, რომლებიც განსაკუთებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტები და სააღდგომო ნობათები გადასცეს.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილემ, ინგა ქარდავამ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე 10 ოჯახს, სააღდგომო ნობათები გადასცა. 

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდში თურქეთის სამედიცინო ცენტრის 7M წარმოამდგენლობა გაიხსნა

რედაქტორი

9 აგვისტოს რესტორან კოჩანაში გრანდიოზული მუსიკალური საღამო გაიმართება (R)

რედაქტორი

ზუგდიდში, 28 ივლისს „უწყვეტი მუსიკის საღამო“ გაიმართება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი