STV
რეკლამა

წალენჯიხაში, ბაღების აღსაზრდელების ოჯახებს ნობათი დაურიგდათ

პროექტის მეორე ეტაპი დასრულდა. მსოფლიო პანდემიის გამო შეწყვეტილი სააღმზრდელო პროცესის პირობებში, ბაღების აღსაზრდელების ოჯახებს ორ კვირაში ერთხელ 6 სახეობის პროდუქტისგან დაფასოებული ნობათი დაურიგდათ. გაიცა 1135 პაკეტი საბავშვო ბაღებში პროდუქტის გაცემის პროცესს მონიტორინგს უწევდნენ:

წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია ,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დარეჯან დადიანი და წალენჯიხის სკოლამდელი, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი ნატო კვარაცხელია.

საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ორი კვირის მარაგს მიიღებენ და პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. აღნიშნული პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის დაცვით მიმდინარეობს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 35 სკოლამდელი დაწესებულება. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 2 მარტიდან შეწყდა, საკვები პროდუქტების გაცემის პროექტი კი 28 მარტს დაიწყო.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდში თურქეთის სამედიცინო ცენტრის 7M წარმოამდგენლობა გაიხსნა

რედაქტორი

9 აგვისტოს რესტორან კოჩანაში გრანდიოზული მუსიკალური საღამო გაიმართება (R)

რედაქტორი

ზუგდიდში, 28 ივლისს „უწყვეტი მუსიკის საღამო“ გაიმართება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი