STV
ექსკლუზივი

სანდრა თუ ნიკანორი? – შეცვლის თუ არა გადაწყვეტილებას “ნაციონალური მოძრაობა”?

ჩაანაცვლებს თუ არა ნიკა მელია “ნაციონალური მოძრაობის” მიერ უკვე წარდგენილ კანდიდატს სანდრა რულოვსს ზუგდიდის მერობაზე, ჯერ ისევ უცნობია. STV-ს ინფორმაციით ამ საკითხზე დავა “ნაციონალურ მოძრაობაში” ამ დრომდე გრძელდება.

“ჯერჯერობით არ შემიძლია რაიმე კონკრეტულის თქმა, თუმცა საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით ამ დრომდე გრძელდება. ჩემი აზრით უნდა ჩაანაცვლოს რულოვსი ნიკა მელიამ და “ნაციონალურ მოძრაობაში” ეს უმრავლესობის აზრია. გაიმარჯვებს თუ არა ეს აზრი ოპოზიციურ პარტიაში, ალბათ უახლოესი საათები გვანახებს”,-აცხადებს STV-თან “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი.
კომენტარს არ აკეთებენ “ევროპულ საქართველოში”, თუმცა ცალსახად აცხადებენ, რომ ნიკა მელიას მხარს დაუჭერენ მერობის კანდიდატად. რაც შეეხება სანდრა რულოვსს, მასზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.

“გადავხედოთ რა გადაწყვეტილება იქნება საბოლოოდ მიღებული. ჯერჯერობით არანაირ კომენტარებს არ ვაკეთებთ”,-აცხადებენ ადგილობრივი ლიდერები.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ნიკა მელიას გამოჩენისთანავე სოფელ ნარაზენში ფეხბურთის თამაში პროტესტის ნიშნად შეწყვიტეს და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს [ვიდეო/აუდიო]

რედაქტორი

მაია კლანდიამ საკრებულოს სხდომაზე იცრუა, როდესაც ზუგდიდის დღევანდელი ბიუჯეტი 2012 წლისას შეადარა [ფაქტები]

რედაქტორი

ექსკლუზივი: წალენჯიხის მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსი დააკავეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი