ხობის მერმა ღვაწლმოსილი პედაგოგები და წარმატებული ახალგაზრდები დააჯილდოვა

ხობის კულტურის სასახლეში ღვაწლმოსილი, დამსახურებული პედაგოგებისა და წარმატებული ახალგაზრდების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
საზეიმო ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ განათლების სფეროში მოღვაწე პედაგოგები: ირა სიხარულია, მანელა ნაჭყებია, მაია ნარსია, დარეჯან საბეკია, ლარისა ჭითანავა, მაყვალა ბახტაძე და წარმატებული ახალგაზრდები: ანა ქებურია და საბა ქარდავა, რომელთაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მოიპოვეს.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და წარმატებული ახალგაზრდებისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრთან“ არსებული შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტით დასრულდა.
ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის მერიის და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა.
![ტელეკომპანია იმედს ახალი მფლობელი ჰყავს [ირაკლი რუხაძის განცხადება სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F02%2Fimg_7512-1770393626909.jpeg&w=3840&q=75)





