ზუგდიდში თოვლისგან გზები იწმინდება, ამოქმედებულია ცხელი ხაზი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თოვლის სახით მოსული უხვი ნალექისგან დილიდან ქალაქისა და სოფლის მიმართულებით ცენტრალური გზები ინტენსიურად იწმინდება, იყრება ტექნიკური მარილი. ინფორმაციას ზუგდიდია მერია ავრცელებს.
პროცესს ადგილზე ზუგდიდის მერი დავით კოდუა, მოადგილესთან, გიორგი ხვიჩიასთან ერთად ეცნობა.
,,გაწმენდით სამუშაოებში მუნიციპალური სამსახურებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის კუთვნილი ტექნიკაა ჩართული. შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.
ავარიული გამორთვის გამო აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ,,ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, აღდგენით სამუშაოებზე ჯგუფები შესაბამისი ჯგუფები უკვე მუშაობენ.
დიდთოვლობის გამო შეფერხებით მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი.
ზუგდიდის მერიის შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ამოქმედებულია ცხელი ხაზი: 591 17 17 99, 577 190 436” - აცხადრბენ ზუგდიდის მერიაში.











