თოვლმა წალენჯიხაში აბონენტთა ნაწილისთვის ელექტრო ენერგიის გათიშვა გამოიწვია - რას ამბობენ მერიაში

თოვლის სახლით მოსული უხვი ნალექისგან წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზები აქტიურად იწმინდება. დილიდან იწმინდება ცენტრალური საავტომობილო გზები და ადმინისტრაციული ერთეულების შიდა საუბნო გზები.
გზების წმენდის სამუშაოებს ადგილზე მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია და მერის პირველი მოადგილე ბესიკ ფარცვანია ეცნობიან.
უწყვეტ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება ავტოტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილებისთვის.
დიდთოვლობის გამო დროებით ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტთა ნაწილისთვის შეზღუდულია და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირები ატარებენ ყველა შესაბამის ღონისძიებას პრობლემების აღმოსაფხვრელად.
სტიქიასთან დაკავშირებით შექმნილია შესაბამისი სამსახურებით დაკომპლექტებული შტაბი და მოქმედებს ცხელი ხაზი: 599 64 70 50






