სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის საახალწლო მილოცვა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული საახალწლო მილოცვას ავრცელებს:
,,ჩემო ძვირფასო თანამოქალაქეებო მიილია 2025 წელი. ეს წელი ჩვენი რეგიონისთვის იყო გარკვეული გამოწვევების, არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის, გამარჯვების წელი - გამარჯვების, რომელსაც ჩვენ ერთობით მივაღწიეთ! მადლობა თითოეულ ადამიანს ვინც ჩვენი რეგიონისთვის გულწრფელად იშრომა, რათა უკეთესი გამხდარიყო მისი ქუჩა, სოფელი, მუნიციპალიტეტი, ქალაქი, თუ სფერო, სადაც თვითონ მოღვაწეობს.
მადლობა ყველას ვინც ახლაც, ამ სადღესასწაულო უქმეებზეც დაუღალავად მუშაობთ ჩვენი მოქალაქებისთვის, მათი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის!
გილოცავთ ახალ წელს - საქართველოს სიყვარულით გულანთებულო ჩემო მეგრელებო და სვანებო. ბევრი სიხარულის და წარმატების მომტანი წელი ყოფილიყოს, თითოეულის ოჯახისათვის!
კარსმომდგარ, კაცობრიობის ხილულ სასწაულს შობას და ახალ-წელს ვულოცავ ჩემს აბაშელებს, ზუგდიდელებს, მარტვილელებს, მესტიელებს, სენაკელებს, ფოთელებს, ჩხოროწყუელებს, წალენჯიხელებსა და ხობელებს - ჩვენს დევნილ მოსახლეობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს - სრულიად საქართველოს!
ჩვენ წინ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის, ბევრი გამარჯვების წელი გველოდება. ცენტრალური ხელისუფლების დიდი მხარდაჭერით არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას ვიწყებთ - რაც ჩვენს რეგიონს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას, ეკონომიკურ განვითარებასა და შესაძლებლობას მისცემს!
გილოცავთ 2026 წელს - გამარჯვებების, მშვიდობის, წარმატების და მთავარი მიზნის - ჩვენი ქვეყნის გაერთიანების წელი ყოფილიყოს” - აცხადებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული.
მსგავსი სიახლეები

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაზე, გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშა დაშვებულია




