ვის შეეხო მართვის მოწმობასთან დაკავშირებული ამნისტია

1 იანვრიდან ძალაში შევიდა მართვის მოწმობებთან დაკავშირებული ამნისტია.
ამნისტია შეეხება იმ პირებს, ვისაც მართვის მოწმობა ჩამოერთვათ ან შეუჩერდათ 2025 წლის 10 დეკემბრამდე, მათ შორის: ქულების სისტემის ამოწურვის გამო, ალკოჰოლის ზემოქმედებით მართვისთვის, შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის, სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საფუძველზე -
აღნიშნულ პირებს მართვის უფლება აღუდგებათ 2026 წლის 1 იანვრიდან, ხოლო ქულების ამოწურვის შემთხვევაში - განუახლდებათ ქულების სრული ლიმიტი.
ამნისტია არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც: ავტოსაგზაო შემთხვევას მოჰყვა ადამიანის გარდაცვალება ან მძიმე სხეულის დაზიანება, საქმე ეხება ნარკოტიკული საშუალებების დიდი ოდენობით უკანონო ბრუნვას. ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შემთხვევა - თუ მართვის მოწმობა ჩამორთმეული იყო ნარკოტიკული საშუალების მოხმარების საფუძვლით, მართვის უფლება ავტომატურად არ აღდგება საჭირო იქნება -სამედიცინო-ნარკოლოგიური ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნა.
2026 წლიდან უქმდება მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მექანიზმი, რაც ადრე არსებობდა, ვადის ნახევრის გასვლის შემდეგ საფასურის გადახდის გზით.
სულ არსებული მდგომარეობით, სხვადასხვა მიზეზით მართვის უფლება 35 445 პირს აქვს ჩამორთმეული.






