რა ცვლილებები შევიდა შინაური ცხოველის მოვლისა და კონტროლის მხრივ 1 იანვრიდან კანონში

1 იანვრიდან შინაური ცხოველების მოვლის და კონტროლის ახალი რეგულაციები შედის ძალაში. სავალდებულო ხდება კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებული შინაური ბინადარი ცხოველების სტერილიზაცია/კასტრაცია, თუმცა, იქნება საგამონაკლისო შემთხვევებიც. ასევე, აიკრძალება ძაღლების უკონტროლო გამრავლება. იკრძალება ცხოველის მიტოვება, მკაცრდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობისათვის.
კანონი იხილეთ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6566730






