წალენჯიხაში მაცხოვრის მოზაიკური ნიშა დაიდგა

დღეს, ქალაქ წალენჯიხაში, ნიკო კვარაცხელიას სახელობის სკვერში, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა, გერასიმემ ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად მაცხოვრის მოზაიკური ნიში აკურთხა.
წალენჯიხაში ნიშის კურთხევას სამეგრელო ზემო - სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, საჯარო მოხელეები და მრევლის წევრები ესწრებოდნენ.
მაცხოვრის მოზაიკური ნიშის სიმაღლე 6,5 მეტრია. ის ამირან ბაკურიძის და მისი სახელოსნოს გუნდის მიერ არის შექმნილი.
მაცხოვრის მოზაიკური ნიში ამირან ბაკურაძის და მისი სახელოსნოს გუნდის მიერ არის შექმნილი.










