სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია ზუგდიდში გრანდიოზული კოლონით დასრულდა [ვიდეო]
![სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია ზუგდიდში გრანდიოზული კოლონით დასრულდა [ვიდეო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fimg.youtube.com%2Fvi%2F3_3ga7X4Nu0%2Fhqdefault.jpg&w=3840&q=75)
ზუგდიდში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია მანქანების მსვლელობით დასრულდა. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს ზუგდიდის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ მანქანების მსვლელობა ენგურის ხიდიდან დაიწყო. ახალგაზრდებმა მანქანების კოლონით ქალაქის ქუჩები შემოიარეს, მოსახლეობას არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ და სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.






