ზუგდიდში სოფლის მხარდაწერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები და კონსულტაციები დაიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლების საერთო კრებები და კონსულტაციები დაიწყო.
დღეს შეხვედრები კორცხელის, ნაცატუს, ყულიშკარის, ნაწულუკუს, ზედაეწერის, ჩხორიას, ბაშის, ჭკადუაშის, ტყაიას, ალერტკარის, ჭაქვინჯისა და ბაღმარანის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.
მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა და მერის მოადგილეები შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
თითოეული სოფელი ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხას მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღებს.
მიმდინარე წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 950 000 ლარამდეა გამოყოფილი.
მსგავსი სიახლეები

წალენჯიხაში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები დასრულდა

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში”, მოსახლეობასთან საერთო კრებები სენაკში დღეს დაიწყო




